Accentnews.ge
ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

07/07/2023 17:33:53 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ პარასკევს თურქეთში ჩავიდა ქვეყნის ლიდერ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებისთვის.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს "მშვიდობის ფორმულაზე", ნატოს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებზე და "მარცვლეულის შეთანხმებაზე", რომლის დატოვებასაც აანონსებს რუსეთი 17 ივლისიდან.

მისივე თქმით, ასევე ყურადღების ცენტრშია უკრაინის აღდგენა და სამხედრო მიმართულებით კონტრაქტები თურქულ და უკრაინულ კომპანიებს შორის.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი თურქეთს ეწვევა ნატოს სამიტის წინა დღეს ერდოღანთან შესახვედრად, რის შემდეგაც თურქეთის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტთან გამართავს საუბარს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S