Accentnews.ge
ცერცვაძე: ინფექციურში ჩამოვიდა წვიმა, დაიტბორა ოთახები

ცერცვაძე: ინფექციურში ჩამოვიდა წვიმა, დაიტბორა ოთახები

07/07/2023 17:26:46 საზოგადოება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის შენობაში, ძლიერი წვიმის დროს, ჩავიდა წყალი, დაიტბორა ოთახები, განადგურდა ან დაზიანდა ინვენტარი და მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, აცხადებს ცენტრის ხელძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 4 ივლისს მოხდა.

მისივე თქმით, „ავერსი-ფარმამ“, რომელიც ცენტრის ტერიტორიასა და შენობის მესაკუთრეა 2009 წლიდან, „გამიზნულად გადახადა ჭერი ცენტრის ადმინისტრაციულ კორპუსს, რათა თანამშრომლებს თავზე აწვიმდეს“.

„თანაშრომლები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საღამოს (არასამუშაო) საათებში“, - წერს ცერცვაძე 7 ივლისს გამოქვეყნებულ ფეისბუკ პოსტში.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება აივ/შიდსით, მძიმე და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს. გარდა ამისა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ინიციატორი და ძირითადი განმახორციელებელია. ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოვიდ-პანდემიის პერიოდში.

2022 წელს სახელმწიფომ ცენტრს 11-სართულიანი ახალი შენობა გადასცა და რემონტიც დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S