Accentnews.ge
ფადი ასლი ინვესტორთა საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს

ფადი ასლი ინვესტორთა საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს

25/11/2019 08:12:14 ეკონომიკა

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი 26 ნოემბრისთვის დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"დაახლოებით ერთი თვის წინ, პრემიერ მინისტრმა გახარიამ მიიწვია ბიზნეს საზოგადოება გაფართოებულ შეხვედრაზე, დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასაუბროდ. შეხვედრას ესწრებოდა ქვეყნის ყველა ბიზნეს ორგანიზაცია, უდიდესიდან უმცირესამდე. არადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის დასწრება, რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი ბიზნეს ორგანიზაცია, არ იქნა მიჩნეული საჭიროდ. ეს ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, ვინაიდან 2013 წლიდან დაწყებული, ICC-ს სისტემატურად არიდებდნენ სამთავრობო შეხვედრებს, კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს; ისე, ამბისთვის, ვიტყვით, რომ შვიდი წლის განმავლობაში ICC არც ერთხელ არ იქნა მიწვეული საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად. ასეთი ქცევით მთავრობა არა ICC-ს იზოლირებას ახდენს, არამედ თავისი თავისას; ICC მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციაა, გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს 140 ქვეყანაში. განსხვავებით ოფიციალური პირებისგან, ICC-ს დირექტორთა საბჭოს წევრები არ ღებულობენ ხელფასს ქვეყნის კეთილდღეობაზე საზრუნველად, ჩვენ ამას ანაზღაურების გარეშე ვაკეთებთ; სინამდვილეში, ჩვენ პირად ფინანსებს და დროს ვხარჯავთ, რათა წინ წავწიოთ ქვეყანა; ჩვენთვის ეს საქმე არის არა სამუშაო, არამედ მისიაა, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და ამისთვის ჩვენ ხშირად გაგვიღია მსხვერპლად ჩვენი ბიზნეს ინტერესები და საფრთხის წინაშე დაგვიყენებია ჩვენი ცხოვრება. ICC-ს დირექტორებს არ გააჩნიათ საკუთარი დღის წესრიგი, ჩვენ არ მივილტვით თანამდებობებისკენ მთავრობაში თუ პარლამენტში, არ ვცდილობთ გავიკვალოთ გზა იერარქიაში; ჩვენი ერთადერთი დღის წესრიგი არის ქვეყნის აყვავება და მისი ხალხის კეთილდღეობა; მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ხანდახან ჩვენი დღის წესრიგი კონფლიქტში მოდის ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებთან, რომელთა უპირველესი მიზანია გავლენის და პრივილეგიების შენარჩუნება, პირადი გამორჩენის გაზრდა ქვეყნის და ხალხის ხარჯზე. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა არ თვლის მნიშვნელოვნად ითანამშრომლოს ჩვენთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავესწროთ ინვესტორთა საბჭოს 26 ნოემბრის სხდომაზე და გავაგრძელებთ კომუნიკაციას მთავრობასთან ქვეყნის სხვადასხვა მედიის მეშვეობით. დასასრულ, მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას ბიზნეს საზოგადოებიდან, რომლებიც არიან საბჭოს წევრები, რომლებსაც ჯერ არ დაუკარგავთ იმედი, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად და საქართველოს წარმატებისთვის; მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ყველა პატიოსან და თავდადებულ მთავრობის თუ პარლამენტის წევრს, ყოფილს თუ მოქმედს, რომლებმაც გასული შვიდი წლის განმავლობაში აკეთებდნენ ან აკეთებენ ყველაფერს, რომ წინ წაწიონ ქვეყანა, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის უაზრო ბრძანებებისა და ხუშტურებისა. ბოლო სიტყვები ეხება პრემიერ მინისტრ გახარიას, რომლის გადაწყვეტილება, გააუმჯობესოს მდგომარეობა და შეცვალოს არასწორი პოლიტიკა ჩვენთვის ნათელია. ბატონო პრემიერ მინისტრო, გულახდილად მჯერა, რომ იმ მიღწევებს, რომლებსაც თქვენ მიიღებთ მომავალ თვეებში, სამწუხაროდ ხშირად მხოლოდ ცარიელი ენთუზიაზმით, არ გადაიყრება ერთ დღეს ფანჯარაში ივანიშვილის მიერ". 




ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S