
სამკომპონენტიანი პაკეტი: რას შესთავაზებს NATO უკრაინას ვილნიუსის სამიტზე
07/07/2023 12:13:26 მსოფლიო
NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე დახმარების იმ პაკეტზე ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, ალიანსი უკრაინას ვილნიუსის სამიტზე შესთავაზებს.
"მოველი, რომ ჩვენი ლიდერები შეთანხმდებიან დახმარების პაკეტზე, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება და რომელიც უკრაინას NATO–სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.
- პირველი იქნება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და NATO–ს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
- მეორეა, რომ „ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს NATO–უკრაინის საბჭოს შექმნით
- მესამეა, მოველი, რომ ჩვენი ლიდერები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება NATO–ს წევრი და გავერთიანდებიტ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიუახლოვდეს უკრაინა თავის მიზანს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ ალიანსის სამიტი ვილნიუსში 11–12 ივლისს გაიმართება.