Accentnews.ge
ალტ-ინფო: „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ ანგარიშები დაგვიბლოკეს

ალტ-ინფო: „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ ანგარიშები დაგვიბლოკეს

07/07/2023 11:17:37 საზოგადოება

„ალტ-ინფო" აცხადებს, რომ „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“ მას საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს. ამის შესახებ მოძრაობის წევრები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ხსენებულ ბანკებს კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.

"ალტ-ინფო“ მხარდამჭერებისგან შემოწირულობებს აგროვებს. მიზეზად „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლა სახელდება.

2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ".

"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S