Accentnews.ge
ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

07/07/2023 11:03:03 საზოგადოება

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. იგი თერჯოლის კლინიკა "იმერმედშია" გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

გაზგასამართი სადგურის გარდა დაზიანდა გვერდით მდებარე მაღაზიის შენობაც.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები და პოლიცია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S