Accentnews.ge
ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრში” დაბრუნდა

ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრში” დაბრუნდა

07/07/2023 10:35:49 საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე “საჩხერის სამედიცინო ცენტრში” დაბრუნდა. კერძოდ, იგი “საჩხერის სამედიცინო ცენტრის” დირექტორად დაინიშნა.

2019-2021 წლებში ეკატერინე ტიკარაძე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. რის შემდეგაც იგი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ გადავიდა, სამედიცინო მიმართულებით. ტიკარაძე ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს ხელმძღვანელობდა.

მანამდე კი, 2015–2019 წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის პოზიციას „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“. ხოლო, 2008-2013 წლებში, კი შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.

ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის თანამდებობა 2021 წლის ბოლოს დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S