
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – „პრაიდ ფესტივალზე“: შესაძლოა, არსებობდეს ძალადობის საფრთხე, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ
07/07/2023 09:17:28 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „პრაიდ ფესტივალზე“ შესაძლოა, არსებობდეს ძალადობის საფრთხე.
ჟურნალისტების კითხვაზე, წარსული გამოცდილების ფონზე რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვლავ მოხდეს ძალადობა გარკვეული ჯგუფის მხრიდან, ჯაღმაიძემ შემდეგი განაცხადა:
„შესაძლოა, არსებობდეს საფრთხე. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვანაირად უნდა დარეგულირდეს და ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონით დარეგულირდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ".
კითხვაზე, სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად გარკვეული ჯგუფი მაინც ძალადობს, მამა ანდრია ასე პასუხობს:
„და რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ხომ მოვუწოდეთ [რომ არ იძალადონ?]“.
ცნობისთვის: 8 ივლისს პრაიდის ფესტივალია დაგეგმილი.
ამავე თემაზე: "თბილისი პრაიდი" პრაიდის კვირეულის მონაწილეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს: "ქალაქში შესაძლოა, დაძაბული სიტუაციები შეიქმნას"