Accentnews.ge
ანდრია ჯაღმაიძე – მეუფე შიოზე: უცხოეთიდანაც ველოდებით კვლევის შედეგებს

ანდრია ჯაღმაიძე – მეუფე შიოზე: უცხოეთიდანაც ველოდებით კვლევის შედეგებს

07/07/2023 08:59:31 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდანაც ელოდებიან.

„ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოწამლეს, – იუწყებიან ტელეკომპანიები "მთავარი" და "რუსთავი 2".

"მთავარის" ცნობით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

მოგვიანებით „რუსთავი 2"-მა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

"ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ იგი 1 კვირის წინ იყო. ასევე, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S