საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
07/07/2023 07:59:35 პოლიტიკა
საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.


