Accentnews.ge
ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

07/07/2023 07:08:57 მსოფლიო

მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერცია დაასრულეს უკრაინის ქალაქ ლვოვში, რომელზეც რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

ლვოვის მერის ანდრი სადოვის ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ თითქმის მთლიანად დაანგრია 2 მრავალბინიანი სახლი და 35-მდე დააზიანა. დაიღუპა 10 და დაშავდა 42 ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 6 ივლისს, ლვოვის ოლქზე თავდასხმისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 10 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა გაანადგურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S