Accentnews.ge
2023 წლის ივნისი ყველაზე თბილი იყო დაკვირვების ისტორიაში - EU

2023 წლის ივნისი ყველაზე თბილი იყო დაკვირვების ისტორიაში - EU

06/07/2023 18:34:44 საზოგადოება

მიმდინარე წლის ივნისი ყველაზე თბილი იყო კლიმატის დაკვირვების ისტორიაში: საშუალო ტემპერატურა მსოფლიოში იყო 16,51°C, რაც 0,53°C-ით აღემატება წინა სამი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელს. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა ევროკავშირის კლიმატის ცვლილების კვლევის სამსახურმა.

2023 წლის ივნისის საშუალო ტემპერატურამ მოხსნა ამ თვის წინა რეკორდი, რომელიც 2019 წელს, დამყარდა – 16,14°C.

გასულ თვეში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, მაგრამ კანადაში, აშშ-ში, მექსიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ავსტრალიის ნაწილში ასევე "უჩვეულოდ ცხელოდა", - აღნიშნავს უწყება.

ანგარიშში კლიმატის სამსახური ცალკე შეეხო ოკეანეების ზედა ფენების საკითხს, სადაც ტემპერატურა უპრეცედენტო დონემდე გაიზარდა "ზღვის უკიდურესი სიცხის ტალღებით" ირლანდიის, დიდი ბრიტანეთისა და ბალტიის ზღვის გარშემო.

„განსაკუთრებით თბილი ზღვის ზედაპირის ანომალიური ტემპერატურა დაფიქსირდა ჩრდილო ატლანტიკაში“, - დასძინეს მათ.

ზღვის ყინული ანტარქტიდაში ასევე დაეცა 17%-ით, რაც ყველაზე დაბალი დონეა ივნისისთვის სატელიტური დაკვირვების დაწყებიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S