უკრაინაში რუსული თვითმფრინავების ნაციონალიზაცია მოახდინეს
06/07/2023 16:32:26 მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი სარჩელი სანქცირებული რუსული კორპორაციის "როსტექსის" ქონების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იტყობინება, რომლის დოკუმენტების საფუძველზეც მოხდა თითქმის 150 მილიონი გროვნის ღირებულების სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავ An-140-100–ს ნაციონალიზაცია.
უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან შეჭრამდე თვითმფრინავი გადაეცა უკრაინის სახელმწიფო საწარმო "ანტონოვს" ტექნიკური კორექტირების, ტესტირებისა და შემდგომ რუსეთში დასაბრუნებლად.
უკრაინის გამოძიების თანახმად, რუსული თვითმფრინავი მოსკოვის „საავიაციო კომპლექსი მათ. ს.ვ. ილიუშინის" ბალანსზე იმყოფებოდა, რომელიც "როსტექსის" სტრუქტურის ნაწილია და არის სამხედრო თვითმფრინავების წამყვანი მწარმოებელი რუსეთის ფედერაციაში.
ეს რუსული კომპანია აწვდის საბრძოლო თვითმფრინავებს რუსული არმიას, რასაც არმია უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს, – დასძენს უწყება.


