Accentnews.ge
საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

06/07/2023 16:11:51 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა).

ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

6 ივლისს საგარეჯოში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც თავს „დავით გარეჯის მცველებს“ უწოდებდნენ.

ისინი ჟურნალისტების და ენმ-წევრების მისამართით ისროდნენ ქვებს და წყლით სავსე ბოთლებს. ენმ–ის წევრებმა მათ შორის საჯარო მოხელეები ამოიცნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S