მედია: აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ვიზიტის დროს ჩინეთს გააფრთხილებს რუსეთის დახმარების შედეგების შესახებ
06/07/2023 13:27:08 მსოფლიო
შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა დაიწყო ოთხდღიანი ვიზიტი ჩინეთში, რათა განიხილოს ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობა, მათ შორის პეკინის მიერ რუსეთისთვის შესაძლო სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხი,– იუწყება Reuters.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ის ჩინეთის პრემიერ ლი ჩიანგთან და ლიუ ჰესთან შეხვედრისას, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ნდობით აღჭურვილ პირად აღიქმება, ხაზს გაუსვამს რუსეთისთვის ლეტალური დახმარების (რასაც პეკინი კატეგორიულად უარყოფს) გაწევის შედეგებს.
ვიზიტის დროს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ასევე განიხილავს ჩინეთის „არასამართლიან“ ქმედებებს, მათ შორის ბოლოდროინდელ ჩხრეკებს ამერიკულ ფირმებში და ბარიერებს ბაზარზე წვდომისთვის.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ჩინეთისთვის "უფრო და უფრო რთული გახდება".


