მედია: ზელენსკი NATO-ს სამიტამდე თურქეთს ეწვევა
06/07/2023 13:05:59 მსოფლიო
ვილნიუსში ნატოს სამიტის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს ეწვევა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან შესახვედრად,– იუწყება თურქული გამოცემა "საბაჰ".
ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. 6 ივლისს პრეზიდენტი ზელენსკი ბულგარეთში იმყოფება, სადაც ხელი მოაწერა დეკლარაციას ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ.
გამოცემის ცნობით, ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა სტამბულში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ რუსეთი 17 ივლისიდან "მარცვლეულის გარიგებიდან" გასვლით იმუქრება.


