ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება
06/07/2023 12:33:17 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
იმ თემებს შორის, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი ბულგარეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან შეხვედრის დროს განიხილავს ნატო–ს ვილნიუსის სამიტი და უკრაინის ალიანსში გაწევრების პერსპექტივაცაა.
"რადიო თავისუფლების" ბულგარული სამსახურის ცნობით, ამჟამად ქვეყნის პარლამენტში განიხილავენ დეკლარაციის პროექტს, რომელშიც სოფია მხარს უჭერს უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებას რუსეთის სრულმასშტაბიანი ანექსიის დასრულების შემდეგ.


