
24 მაისს თბილისის რიგ უბნებს წყლის მიწოდება შეუწყდება
24/05/2019 03:26:18 სხვა, საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, დიდი ხეივნის ქ. N 27ა-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 11:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ კრწანისის რაიონში დიდი ხეივნის, III ხეივნის ქუჩებს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. კომპანია გაბრიელ სალოსის გამზ. III შესახ. N 3ა-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
11:00 სთ-დან 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში: ბოგდან ხმელნიცკის, დოდაშვილის, ჩოხელის, დიდგორის, ციხისძირის, თეთრიწყაროს, ალაზნის, ბაქარაშვილის, ქუჩიშვილის, ს.წულაძის, ნადირაშვილის, ივლეთის ქუჩებს, გაბრიელ სალოსის გამზირს და შესახვევებს, ნარგიზის ქუჩას და ჩიხს, რუსუდანის ქ. შესახვევს, მამუკას ქ. შესახვევს.