თუ უკრაინა დამარცხდება, ამერიკელებს მოუწევთ ბრძოლა - აშშ-ის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი
06/07/2023 12:12:17 მსოფლიო
აშშ–ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი ამერიკელი და რუსი სამხედროების შეჯახებას არ გამორიცხავს ომში უკრაინის დამარცხების შემთხვევაში. ამის შესახებ მან რადიო გადაცემაში „The Hugh Hewitt Show“ ისაუბრა.
„ეჭვი არ მეპარება, რომ მსთუ ვლადიმირ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, გავა არც ისე დიდი დრო, რაც რუსი სამხედროები საზღვარს გადაკვეთენ და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენი კაცების და ქალების გაგზავნა მოგვიწევს“, - თქვა პენსმა.
ამიტომაც, მისი განმარტებით, შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინელებს მიაწოდოს რუსებთან ბრძოლის საშუალებები, რათა ამერიკელ სამხედროებს არ მოუწიოთ ბრძოლა.
„რაც ახლა ხდება უკრაინაში, არ არის მხოლოდ ომი, ეს არის ბოროტება!“,– დასძინა მან.


