Accentnews.ge
„რუსეთი ოკუპანტია“ : რატომ არ შეუშვეს მაისურზე წარწერის გამო აქტივისტი სტადიონზე

„რუსეთი ოკუპანტია“ : რატომ არ შეუშვეს მაისურზე წარწერის გამო აქტივისტი სტადიონზე

06/07/2023 12:03:03 საზოგადოება

5 ივლისს ბათუმის საერთაშორისო სტადიონზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩზე არ შეუშვეს აქტივისტი, რომელსაც მაისურზე ეწერა - „რუსეთი ოკუპანტია“.

„ბევრი მაისური მაქვს წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“ და ყველგან ამ მაისურით დავდივარ. იმიტომ რომ აქ მყოფმა ყველა რუსმა და ბელორუსმა, ასევე რუსეთის სხვა მომხრემ დაინახოს და დისკომფორტი მაინც შეემნათ“, - აცხადებს აქტივისტი რისმაგ ხოზრევანიძე "რადიო თავსიუფლებასთან" საუბრისას.

5 ივლისს სტადიონთან მომხდარ ინციდენტს აქტივისტის მეგობარი ტელეფონით იღებდა. ხოზრევანიძის თქმით, მას შემდეგ რაც მეგობარმა ტელეფონით ვიდეოს გადაღება შეწყვიტა კონფლიქტური სიტუაცია უფრო გამწვავდა:

“ვიდეოში ეს აღარ ჩანს, როცა გათიშა ჩემმა მეგობარმა, პირმა, რომელსაც ველაპარაკებოდი ხელით გამოიწია ჩემსკეს, რაშიც პოლიცია ჩაერია და დიდ კონფლიქტში რომ არ გადაზრდილიყო ჩვენ დავტოვეთ ტერიტორია, იმიტომ რომ მაინც არ გვიშვებდნენ სტადიონზე“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კი განმარტავენ, რომ ბათუმის საერთაშორისო სტადიონზე მოქმედებს უეფას მიერ დადგენილი წესები.

„ამ წესების მიხედვით აკრძალულია ყველა სახის სარეკლამო, შეურაცხმყოფელი შინაარსის, იქნება ეს რასისტული, ჰომოფობიური, რელიგიური თუ პოლიტიკურ შინაარსის შემცველი ბანერის თუ მაისურის დემონსტრირება. უეფას არც ერთ ღონისძიებაზე არ დაუშვებენ ასეთი მასალით სტადიონზე. სწორედ ამ მიზეზით უსაფრთხოების წესების დაცვის მოთხოვნის ახსნა მოხდა, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი შინაარსის წარწერით შესვლა სტადიონზე“,- ამბობს თამარ კაპანაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახურის უფროსი.

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი მასპინძლობს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს. 5 ივლისს კი ინგლისის ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S