Accentnews.ge
რუსეთსა და ფინეთს შორის დაძაბულობა მწვავდება

რუსეთსა და ფინეთს შორის დაძაბულობა მწვავდება

06/07/2023 12:00:17 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფინეთის ქმედებების საპასუხოდ, ქვეყნიდან ცხრა ფინელ დიპლომატს აძევებს და ფინეთის გენერალური საკონსულოს მუშაობას აჩერებს. ორივე გადაწყვეტილების შესახებ რუსეთში ფინეთის ელჩს ეცნობა.

დიპლომატები, რომლებიც რუსეთს დატოვებენ, ფინეთის საელჩოსა და სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლები არიან.

მოსკოვში ჰელსინკის მათთვის მიუღებელ ქმედებებს შორის დაასახელეს ვიზებთან დაკავშირებული პრობლემები"დაბრკოლებების შექმნა ამ ქვეყანაში რუსული მისიების ნორმალურ ფუნქციონირებაში, მათ შორის, პერსონალის შემცურება".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთის ნატოში შესვლის ამჟამად განხილული პარამეტრები „ქმნის საფრთხეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის, ხოლო კიევის რეჟიმის წახალისება ომში და დასავლური იარაღის მიწოდება ნიშნავს აშკარად მტრულ ქმედებებს".

რუსეთი 1 ოქტომბრიდან სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულოს მუშაობაზე გაცემულ თანხმობასაც აუქმებს.

საპასუხოდ ფინეთმა შესაძლოა, დახუროს რუსეთის საკონსულო ქალაქ ტურკუში.

მოსკოვის გადაწყვეტილებას ასიმეტრიული უწოდა ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისჯომ და განაცხადა, რომ "ამზადებს მსგავს ზომებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S