
რამდენიმე დღის წინ დაკარგული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
06/07/2023 10:49:52 საზოგადოება
თბილისში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა გურამ ყინწურაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
27 წლის ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ ვაზისუბნიდან გავიდა და ბოლოს ტაბახმელა-კოჯრის ტერიტორიაზე შენიშნეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული.