წლის დასაწყისიდან თურქეთში 53 ათასამდე მიწისძვრა დაფიქსირდა
06/07/2023 10:38:34 მსოფლიო
თურქეთში წლის დასაწყისიდან 52 993 მიწისძვრა დაფიქსირდა 4 და მეტი მაგნიტუდის სიმძლავრით. ამ ბიძგების ნაწილი იყო ორი ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც ქვეყანაში ნგრევა გამოიწვია თებერვალში. ამის შესახებ "ანადოლუ" სეისმოლოგებზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში მომხდარი მიწისძვრების მონაცემების შესწავლისას ირკვვა, რომ თურქეთში და მიმდებარე რეგიონებში 4.0-დან 4.9 ბალამდე სიმძლავრის 669 მიწისძვრა დაფიქსირდა, 58 – 5.0-დან 5.9–მდე, ორი – 6.0-დან 6.9-მდე და კიდევ ორი – 7.0-დან 7.9 მაგნიტუდამდე, ჯამში 52993 მიწისძვრა. იანვარში 3123 ავთერშოკი იყო, თებერვალში – 14231, მარტში – 13958, აპრილში – 9172, მაისში – 7138 და ივნისში – 5371.
მათი თქმით, თურქეთი სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს, რის გამოც მიწისძვრების საფრთხე რჩება.
თებერვლის მიწისძვრას სირიასა და თურქეთში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.


