Accentnews.ge
ხაბეიშვილი "ოცნების" მხარდამჭერებს ენმ–ის მომხრეებზე თავდასხმაში ადანაშაულებს: "პენსიონერებს ესვრიან ქვებს"

ხაბეიშვილი "ოცნების" მხარდამჭერებს ენმ–ის მომხრეებზე თავდასხმაში ადანაშაულებს: "პენსიონერებს ესვრიან ქვებს"

06/07/2023 10:30:01 საზოგადოება

საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან, დაპირისპირებაა.

როგორც ენმ–ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ოცნების" მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"სუს-ის "ნასედკები" და საჯარო მოხელეები არიან, პენსიონერებს ესვრიან ქვებს", – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, პარტიის წევრების მიმართულებით ქვებს ისვრიან.

როგორც მან აღნიშნა, მათზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ ორგანიზებულია:

„ეს არის სუს-ის, „ქართული ოცნების“, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ქვებს ისვრიან“.

როგორც "მთავარი არხი" იუწყება, "ოცნების" მხარდამჭერების ნასროლი ქვა ტელეარხის ჟურნალისტს მოხვდა.

მისივე ცნობით, პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

მსგავსი დაპირისპირება მოხდა 30 ივნისს კასპშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S