რუსეთის სასამართლომ ორ უკრაინელს კოლაბორანტზე თავდასხმისთვის თავისუფლების 23 და 24 წლით აღკვეთა მიუსაჯა
06/07/2023 10:26:02 მსოფლიო
დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ უკრაინის ორ მოქალაქეს იური დომანჩუკსა და ვიტალი სკაკუნს 23 და 24–წლიანი პატიმრობა კუსაჯა.
მათ ბრალად ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის თანამშრომლის ე.წ. გუბერნატორის მოადგილის ვიტალი ბულიუკის მკვლელობის მცდელობაში დასდეს.
პროკურორი უვადო პატიმრობას ითხოვდა.
ბულიუკზე თავდასხმა გასული წლის დეკემბერში ხერსონის ოლქის სკადოვსკში მოხდა. მის მანქანაში ჩამონტაჟებული ნაღმი აფეთქდა. შედეგად მძღოლი დაიღუპა, თავად ბულიუკი კი დაიჭრა.
დომანჩუკი და სკაკუნი იმავე დღეს დააკავეს. გამომძიებლების მტკიცებით, მათ მკვლელობისთვის გამოიყენეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი MON-50, ხოლო ოპერაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი პაველ სავიცკი.
ვიტალი ბულიუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ხერსონის ოლქის ოკუპაციის შემდეგ იგი რუსეთის მხარეს გადავიდა.


