Accentnews.ge
ლუკაშენკო: NATO-ს სამიტის წინ უკრაინა სერიოზულ იერიშს გეგმავს

ლუკაშენკო: NATO-ს სამიტის წინ უკრაინა სერიოზულ იერიშს გეგმავს

06/07/2023 09:37:07 მსოფლიო

ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ NATO-ს სამიტის წინ უკრაინა სერიოზულ იერიშს გეგმავს. ამის შესახებ მან მინსკში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"ასეთი ნაბიჯით უკრაინა გაანადგურებს თავის საუკეთესო რეზერვს და დაასამარებს სამხედრო შესაძლებლობას", – აცხადებს ლუკაშენკო.

მისი თქმით, იგი უკრაინას და რუსეთს სთავაზობს, დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკება წინაპირობების გარეშე.

ალიანსის სამიტი ვილნიუსში 11–12 ივლისს გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S