Accentnews.ge
თეთრი სახლი: აშშ NATO-ს "ღია კარის" პოლიტიკის ერთგულია

თეთრი სახლი: აშშ NATO-ს "ღია კარის" პოლიტიკის ერთგულია

06/07/2023 05:58:37 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები NATO-ს "ღია კარის" პოლიტიკის ერთგულია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს–სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ბლოკის 31 წევრსა და წევრობის მსურველ ქვეყანას შორის.

„როდესაც საქმე ეხება უკრაინას, ჩვენ განვიხილავთ NATO-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად მხარი დავუჭიროთ უკრაინის მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. პრეზიდენტმა [ბაიდენმა] არაერთხელ თქვა: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც NATO-ს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, სანამ ისინი ალიანსს შეუერთდნენ. მისი თქმით, იგი ფიქრობს, რომ უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება“, - აღნიშნა კარინე ჟან-პიერმა.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა NATO–ში მიიწვიოს. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, "ესმის, რომ ომის დასრულებამდე მისი ქვეყანა NATO–ს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S