მექსიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე, 29 ადამიანი
06/07/2023 05:54:12 მსოფლიო
სამხრეთ მექსიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა, - იუწყება Reuters.
მისივე ინფორმაციით, ავტობუსი ქალაქ მეხიკოდან სამხრეთ ოახაკას შტატის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატრანსპორტო საშუალება გზიდან გადავიდა.
14 დაშავებული ქალაქ ტლაქსიაკოს საავადმყოფოში მოათავსეს, ხუთი კი შტატის დედაქალაქ ოახაკა-დეხუარესში გადაიყვანეს.


