
"როსავიაციამ" რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა
05/07/2023 17:20:01 საზოგადოება
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა, - იუწყება „ეხო კავკაზა“.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.
ნებართვების უმეტესობა რუსეთის სააგენტომ ავიაკომპანია 'Red Wings"-ზე გასცა, რომელსაც სურს ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:
- ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში (კვირაში შვიდი რეისი);
- ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში (თითო შვიდი რეისი);
- ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
- ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
- კრასნოდარიდან თბილისამდე (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდი რეისის ზრდა), ბათუმი და ქუთაისი (შვიდ-შვიდი რეისი);
- მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
- „მინვოდიდან“ ბათუმსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);
- მოსკოვიდან ბათუმსა და ქუთაისში (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდ რეისამდე ზრდა);
- ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);
- პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);
- დონის როსტოვიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);
- სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);
- სოჭიდან თბილისამდე (სიხშირე გაიზარდა სამიდან შვიდ რეისამდე), ბათუმი და ქუთაისი ((შვიდ-შვიდი რეისი);
- ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);
- უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);
- ჩელიაბინსკიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);
ამასთან, ნებართვა გაცემულია ავიაკომპანიებზე „რასიასა“ და "იამალზე".
"რასიას" სურს, ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებაზე:
- სოჭი-თბილისი, კვირაში შვიდი რეისი.
"იამალს“ სურს, ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:
- ტიუმენ-თბილისი და ტიუმენ-ბათუმი, თითო-თითო რეისი.
ცნობისთვის: ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებს რუსული ავიახაზები "Azimuth" (5 ივლისიდან - დღეში ორი რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის), ქართული კომპანია "Georgian Airways" (ივლისიდან - კვირაში 10 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის).