
ანაკლიის პორტის და სპეციალური ეკონომიკური ზონის სამშენებლო მოედანს 20 ცნობილი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი ეწვევა
24/11/2019 11:01:09 ეკონომიკა
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში საქართველოს იაპონიის დელეგაცია ეწვია.
ვიზიტი იაპონიის საელჩოს მიერაა ორგანიზებული. ბიზნეს დელეგაცია, რომელშიც 20 ცნობილი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს, 26 ნოემბერს ანაკლიის პორტის სამშენებლო მოედანსა და სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიას ეწვევა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის მთავრობის მიერ ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად, 2019 წლის მაისში გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, იაპონიის წამყვანი ინჟინრული საკონსულტაციო კომპანია Nippon Koei Co., Ltd. ანაკლიის გენერალურ გეგმაზე მუშაობს. აღნიშნულ სამუშაოებში ასევე ჩართულები არიან იაპონური კომპანია, Tomonius Co., Ltd. და Phnom Penh-ის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომლებიც ამჟამად დეტალურ კვლევას აწარმოებენ.
კვლევის მთავარი მიზანია, მოიზიდოს უცხოური კომპანიები ანაკლიაში, მათ შორის იაპონური - წარმოებისა და ლოჯისტიკურ სექტორში.
ცნობისთვის, Phnom Penh SEZ Plc დაარსდა 2006 წელს, როგორც იაპონური და კამბოჯის კომპანიების ერთობლივი საწარმო. მას შემდეგ წარმატებით განავითარა 400 ჰა მიწა. დღევანდელი მონაცემებით პენის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ოპერირებს 14 სხვადასხვა ქვეყნის კომპანია, პროექტებში ინვესტირებული 600 მილიონი აშშ დოლარით და 20,000-ზე მეტი დასაქმებული ადგილობრივით. SEZ- ის კლიენტებს შორის არიან წამყვანი იაპონური და სხვა საერთაშორისო კომპანიები.