Accentnews.ge
მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555-მდე გაიზარდა

მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555-მდე გაიზარდა

05/07/2023 16:17:55 საზოგადოება

მაისში სოციალური შემწოების მიმღებთა რაოდენობა რაოდენობა 668 555-მდე გაიზარდა. აპრილთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 1.2%-ით 8 ათასით არის გაზრილი, მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობას მოსახლეობის თითქმის 18% იღებს, – იუწყება BM.GE.

აღანიშნავია, რომ აქედან 39 893 ოჯახი საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული, რომლებსაც ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

კერძოდ, მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს. შესაბამისად, ისინი სტატისტიკის აღრიცხვაში ცალკე არიან გამოყოფილი. 2023 წლის მაისში შემწეობის მიმღებებს სახელმწიფომ ჯამში 57.6 მლნ ლარი გადაურიცხა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდული იყო და 676 641 ათას მიაღწია.

2022 წელს მზარდი იყო საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. კერძოდ, 2018-2022 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით 648 ათასამდე გაიზარდა. შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი კი 12%-დან 18%-მდე არის გაზრდილი. სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდასთან ერთად, ასევე გაიზარდა საარსებო შემწეობის ხარჯებიც 251 მილიონი ლარიდან 609 მილიონ ლარამდე.

საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. კერძოდ, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბია ოჯახი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S