მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ სააკაშვილზე: პოლიტიკური დევნა მიუღებელია
05/07/2023 15:04:07 მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო "ღრმა შეშფოთებას გამოხატავს".
„ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკური დევნა მიუღებელია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ სამართლიანობის უპირატესობა პოლიტიკურ ინტერესებზე“, - ნათქვამია ნიკუ პოპესკუს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.


