Accentnews.ge
კაია კალასი: NATO-ში გაწევრიანება უკრაინისთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა

კაია კალასი: NATO-ში გაწევრიანება უკრაინისთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა

05/07/2023 13:04:11 მსოფლიო

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, NATO–ში გაწევრიანება უკრაინისთვის „უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა“. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მნიშვნელოვანია, რომ 11-12 ივლისის სამიტის დროს წევრები გასცდნენ ბუქარესტის ფორმულირებას", – განაცხადა კალასმა. მაგრამ მან თქვა, რომ წევრობა არ მოხდება მანამ, სანამ ბრძოლა გრძელდება:

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, როდესაც ომი მიმდინარეობს. მაგრამ უნდა გვქონდეს მკაფიო გზა [იმისთვის], თუ როგორ მივა უკრაინა იქ".

"რადიო თავისუფლების" ცნობით, სამიტის დროს ალიანსი, სავარაუდოდ, შეეცდება, გამონახოს გზები საიმისოდ, რომ უკრაინას უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიეცეს, მაგრამ თავს შეიკავებს უკრაინის სრულუფლებიანი წევრობისგან, რასაც დიდი ხანია, ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S