Accentnews.ge
სახალხო დამცველმა რუსთავის ხანდაზმულთა თავშესაფრის მდგომარეობის შესახებ შსს-ს მიმართა

სახალხო დამცველმა რუსთავის ხანდაზმულთა თავშესაფრის მდგომარეობის შესახებ შსს-ს მიმართა

05/07/2023 12:51:49 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა რუსთავის ხანდაზმულთა თავშესაფრის მდგომარეობის შესახებ შსს-ს მიმართა.

„სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია. სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს მუშაობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან იოსელიანი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, აღირიცხოს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებები და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S