Accentnews.ge
„ფორმულა": მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია

„ფორმულა": მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელია

05/07/2023 12:32:24 საზოგადოება

ერთ-ერთი პირი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობს, სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა, – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ, დავით ქაშიაშვილმა და ტელეკომპანიის კიდევ-ერთმა დამფუძნებელმა ზუკა გუმბარიძემ გაავრცელეს.

მათი თქმით, ინფორმაცია უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე აქვთ.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ კადრებში ჩანს, თავდასხმის ფიგურანტი, სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

ტელეკომპანიის ცნობით, გიორგი მუმლაძე სუსი-ის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია.

„გიორგი მულაძე მუშაობდა შსს-ში და რამდენიმე თევა, რაც სუსი-ის ქალაქის გამომძიებლად გადაიყვანა მისმა ნათლიამ, ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, მოადგილის თანამდებობას იკავებს. გიორგი მუმლაძე, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილეობს, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია [მომხდარის] იმიტომ, რომ, როდესაც მიშა მშვილდაძე დელისიდან გამოდის, მას მიჰყვება, თავდასხმის პროცესს ბოლომდე ესწრება. ყველაზე ბოლოს ის და მისი მეწყვილე ტოვებენ ვაჟა ფშაველას გამზირს. გიორგი მუმლაძე არის გრიგოლ ლილუაშვილის, ლევან ახობაძის ნათლული და მისი ინიციატივით მოხდა მუმლაძის სუს-ში გადაყვანა. ასევე, წყარო გვიდასტურებს, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას კურირებდა თავად ლევან ახობაძე, სწორედ მას ჰყავდა პირად კონტროლზე აყვანილი“, -იუწყება ტელეარხი.

მისი ინფორმაციით, "ასევე მაღალ თანამდებობას იკავებს გიორგი მუმლაძის მამა ზურა მუმლაძე, 2017-18 წლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი".

„გიორგი მუმლაძესთან მოძრაობს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც მუშაობს ლევან ახობაძის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სამსახურში. სამივე ავტომანქანა, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობს, წყარო გვიდასტურებს, რომ ამ დეპარტამენტს ეკუთვნის“ , - აცხადებენ „ფორმულაში’.

ტელეარხის ცნობით, "მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმა არის ორგანიზებული"

„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზუკა გუმბერიძე მოუწოდებს "სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს, რატომ იყვნენ ჩართულები სამართალდამცველები „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტში". ამასთან, მან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსაც მიმართა.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცემას განუცხადეს, რომ "ტელეკომპანია "ფორმულას" წარმომადგენლებმა გამოძიებას უნდა მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვთ და გამოძიება დაადგენს ყველაფერს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S