Accentnews.ge
„მთავარი არხი": ტელეარხის ჟურნალისტს მიკროფონი დაუზიანეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

„მთავარი არხი": ტელეარხის ჟურნალისტს მიკროფონი დაუზიანეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

05/07/2023 11:42:27 საზოგადოება

„მთავარი არხის” ჟურნალისტს თეა ვაშალომიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიკროაფონი წაართვეს და დაუზიანეს, – იუწყება ტელეარხი.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ჟურნალისტი ადგილზე ყოფილი მაღალჩინოსნის, ჯუმბერ ვარდმანიძის ჩასაწერად იყო მისული შაბათის „მთავარისთვის“ სიუჟეტის მოსამზადებლად. მათივე ცნობით, სიუჟეტი ხელვაჩაურის ყოფილ მერთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებს შეეხებოდა.

მახინჯაურში მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტია საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა:

„2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S