Accentnews.ge
მედია: პრიგოჟინს ჯანყისშემდგომი ჩხრეკისას ამოღებული მთელი იარაღი დაუბრუნეს

მედია: პრიგოჟინს ჯანყისშემდგომი ჩხრეკისას ამოღებული მთელი იარაღი დაუბრუნეს

05/07/2023 11:25:54 მსოფლიო

ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს ჯანყისშემდგომი ჩხრეკისას ამოღებული მთელი იარაღი დაუბრუნეს, - იუწყება გამოცემა "ფონტანკა" და იქვე დასძენს, რომ კონფისცირებული იარაღის მისაღებად პრიგოჟინი 4 ივლისს სანქტ-პეტერბურგში პირადად ჩავიდა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა უშიშროების ფედერალური სამსახურის პეტერბურგის ოფისში გაიმართა.

4 ივლისს რუსული მედია პრიგოჟინისთვის ჯანყიშემდგომი კონფისკაციის დროს ამოღებული 10 მილიარდი რუბლის, ასობით ათასი დოლარისა და ოქროს 5 ზოდის დაბრუნების შესახებ იუწყებოდა, ამ ყველაფრის წასაღებად ადგილზე პრიგოჟინის მძღოლი გამოცხადდა.

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, სად იმყოფება ამჟამად პრიგოჟინი - უცნობია. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით იგი ბელარუსში იმყოფებოდა, რაც რესპუბლიკის ავტორიტარმა ლიდერმა ლუკაშენკომაც დაადასტურა.

ჯანყის შედმეგ, 24 ივნისს პრიგოჟინის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამ დღეში - 27 ივლისს შეწყდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S