Accentnews.ge
FT: ჩინეთი პუტინს მოუწოდებდა, ბირთვული მუქარა შეეწყვიტა

FT: ჩინეთი პუტინს მოუწოდებდა, ბირთვული მუქარა შეეწყვიტა

05/07/2023 11:07:14 მსოფლიო

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პირადად გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თავი შეეკავებინა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებისგან, – იუწყება Financial Times ჩინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა იტყობინება, ასეთი განცხადება სი ძინპინმა ჯერ კიდევ მარტში მოსკოვში ვიზიტისას გააკეთა.

ბირთვული იარაღით რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ასევე დაფიქსირებულია უკრაინის თაობაზე ე.წ. სამშვიდობო გეგმაში, რომლის ინიციატივითაც გამოვიდა პეკინი, მაგრამ გეგმას გაგრძელება არ მოჰყოლია.

როგორც Financial Times წერს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფრთხილეს რუსეთი, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ისინი რუსეთის წინააღმდეგ იერიშს კონვენციური იარაღით განახორციელებენ. ამ გაფრთხილების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა შეწყვიტა ბირთვული რიტორიკა და რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ უხსენებია ეს საკითხი.

გამოცემას მოჰყავს კრემლთან დაახლოებული პირებისგანცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთის ლიდერმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, უარი ეთქვა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ვინაიდან ეს რუსეთს სარგებელს არ მოუტანს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში.

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა Financial Times–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას გამონაგონი უწოდა. მისი თქმით, არანაირი პირადი გაფრთხილება არ ყოფილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S