გიტანას ნაუსედა: ნატო-ს სამიტი უკრაინელებს იმედებს არ გაუცრუებს
05/07/2023 10:55:06 მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტი უკრაინელებს იმედებს არ გაუცრუებს.
„მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვიპოვით იმ ფორმულირებას, რომელიც იმედებს არ გაუცრუებს უკრაინელებს და იტყვის იმაზე მეტს, ვიდრე მივეჩვიეთ გაჟღერებას“, – აცხადებს ნაუსედა.
პრეზიდენტის თქმით, გიტანას ნაუსედა ასევე აღნიშნავს, რომ ცალკეული სახელმწიფოები ვილნიუსში მხარდაჭერის დამატებითი პაკეტებით ჩავლენ.


