რუსეთის რკინიგზას საიტი და აპლიკაცია დაუჰაკეს
05/07/2023 10:23:12 მსოფლიო
რუსეთის რკინიგზის საიტი და მობილური აპლიკაცია მასშტაბურ კიბერშეტევას დაექვემდებარა.
"ვცდილობთ, რაც შეიძლება, სწრაფად აღვადგინოთ მათი მუშაობა. ვაგზლებზე ბილეთების გაყიდვა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება" - იუწყება სახელმწიფო კომპანია
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მალევე რუსეთის რკინიგზაზე ჰაკერული შეტევები დაიწყო და შემდგომში ჩვეულ მოვლენად იქცა.
ჰაკერები ასევე უტევენ რუსულ რადიო-სადგურებსა და ტელეკომპანიებს, რომელთა ეთერში პარტიზანული მოძრაობა "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" მიმართვებს უშვებენ.


