პრიგოჟინის ჯანყის შემდეგ რუსეთში პოლიციის ქუჩის ბრძოლებისთვის მომზადება დაიწყო
05/07/2023 10:07:13 მსოფლიო
ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული კერძო გასამხედროებული კომპანია "ვაგნერის" ჯანყის შემდეგ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში პოლიციის ქუჩის ბრძოლებისთვის მომზადება დაიწყო, - იუწყება რუსული მედია.
შსს-ს მოსკოვის საოქლო ოფისმა გააანალიზა 24-25 ივნისის მოვლენები, რომელთა დროსაც საჭირო გახდა სამინისტროს თანამშრომლების სასწრაფო გადასროლა დედაქალაქში და მივიდა დასკვნამდე, რომ იმ დღეებში პოლიციელებმა ქუჩის ბრძოლებისთვის მოუმზადებლობა გამოავლინეს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, პოლიციელებს შორის ამ სიახლეს სიხარულით ყველა როდი შეხვდა: უმრავლესობა უკმაყოფილოა და შსს-ს ბევრი პოლიციელი ცდილობს, პოლიგონებზე დაწყებულ ტაქტიკურ წვრთნებს თავი აარიდოს.
ცნობისთვის: ამ დღეებში გამოცემა "ვედმოსტი" თავის წყაროებზე დაყრდნობი იუწყებოდა, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ "გრომს" როსგვარდიას დაუქვემდებარებენ. სპეცრაზმელთა გადაკქვემდებარება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრეზიდენტი პუტინი "ვაგნერის" ჯანყის მიმდინარეობისა და შედეგების გასაანალიზებლად რუსეთის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. "გრომის" მებრძოლები უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ, 24-25 ივნისის ჯანყის დროს კი ქვედანაყოფში განგაში გამოცხადდა და ისინი სასწაფოდ მოსკოვში გადაისროლეს. როსგვარდიის ხელმძღვანელმა ვიქტორ ზოლოტოვმა ჯანყის შემდეგ განაცხადა, რომ მის სტრუქტურას მძიმე ძსეიარაღება და ტანკები გადაეცემოდა.


