Accentnews.ge
ჩინეთმა ქვეყანაში ბორელის ვიზიტი გააუქმა

ჩინეთმა ქვეყანაში ბორელის ვიზიტი გააუქმა

05/07/2023 08:58:32 პოლიტიკა, მსოფლიო

ჩინეთმა გააუქმა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტი, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გამართულიყო - განაცხადა ევროკავშირის პრესმდივანმა 4 ივლისს. გაუქმების მიზეზი არ დასახელებულა.

ვიზიტის გაუქმების ფონია ევროკავშირის მცდელობა, შეამციროს საფრთხეები, რომლებსაც ქმნის მისი მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. ბრიუსელი ჩინეთს უწოდებს "ეკონომიკურ კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს".

"სამწუხაროდ, ჩინეთის მხარემ შეგვატყობინა, რომ მომავალ კვირაში დანიშნული თარიღები [ვიზიტისთვის] შეუძლებელია და ალტერნატივა უნდა გამოვნახოთ" - უთხრა ევროკავშირის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ სააგენტო როიტერსს 4 ივლისს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა არ გაამხილა ვიზიტის გაუქმების მიზეზები, როცა მას ამის შესახებ პეკინში, 5 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს - თუმცა არ გამორიცხა ვიზიტის სხვა დროს განხორციელების შესაძლებლობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S