Accentnews.ge
უკრაინის არმია მძიმე ბრძოლაზე იუწყება, რუსეთი უკრაინას სასაზღვრო რეგიონზე თავდასხმაში ადანაშაულებს

უკრაინის არმია მძიმე ბრძოლაზე იუწყება, რუსეთი უკრაინას სასაზღვრო რეგიონზე თავდასხმაში ადანაშაულებს

05/07/2023 08:50:37 მსოფლიო

უკრაინის არმია მძიმე ბრძოლაზე იუწყება. კერძოდ, გენშტაბის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტში, ლიმანში, ავდეევკაში და მარინკაში, დონეცკის რეგიონში.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში არეალში 40 შეტაკება მოხდა. რუსეთის ძალებმა გაახშირეს სადაზვერვო და საბოტაჟის ქმედებები სასაზღვრო რეგიონში", – აცხადებენ გენშტაბში.

პარალელურად, რუსეთში კურსკისა და ბელგოროდის გუბერნატორები ამბობენ, რომ რეგიონებს 5 ივლისის დილას ცეცხლი გაუხსნეს საზღვრის მეორე, უკრაინის მხრიდან და დასძენენ, რომ მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S