Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბახმუტის მიმართულებით გარკვეული წარმატება გვაქვს

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტის მიმართულებით გარკვეული წარმატება გვაქვს

05/07/2023 08:36:13 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერ ანდრი კოვალიოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავებას ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით.

რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, კოვალიოვის ცნობით, ქალაქიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით გრძელდება მოწინააღმდეგეზე ზეწოლა ადრე დაკავებული მიჯნებიდან მისი განდევნის მიზნით.

"უკრაინელმა სამხედოებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს დასახლებული პუნქტის, კლიშჩივკის რაიონში. მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს, რეზერვებს იყენებს და ძლიერ წინააღმდეგობას განაგრძობს", – აცხადებს კოვალიოვი.

სააგენტო „ბლუმბერგი“ ევროპის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ბახმუტში დიდი რაოდენობით ქვედანაყოფები გადაისროლა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეასუსტა პოზიციების დაცვა უკრაინის სამხრეთში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე კონტროლი მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, 2023 წლის მაისში დაამყარა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეშვეობით. „ვაგნერელებმა“ ბახმუტი ივნისის დასაწყისში დატოვეს, ივნისის ბოლოს კი, ამბოხება მოაწყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.

„ბლუმბერგის“ წყაროთა თანახმად, რუსეთი ემზადება „ვაგნერელების“ ნაცვლად უკრაინაში ჩეჩნების დამატებითი რაზმების და ასევე, პატიმრების ახალი ნაკადის გასაგზავნად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S