
"Georgian Airways" მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით ტრანზიტულ რეისებს იწყებს
05/07/2023 08:23:16 საზოგადოება
Georgian Airways მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით ტრანზიტულ რეისებს იწყებს
ფრენები კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ტრანზიტული ფრენის ბილეთის ფასი 1400 ლარიდან 2026 ლარამდე მერყეობს.
ნიცას გარდა, "Georgian Airways" ტრანზიტულ ფრენებს ახორციელებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკას მიმართულებით.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამასწინათ საქართველოსთან პიდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულმა მხარემ ამაზე თანხმობა განაცხადა, რითაც რუსეთის იზოლირების შესახებ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. შესაძლო სანქცირების შესახებ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართვეელოში არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი არ იფრენს.
1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "Georgian Airways"–ს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაშია ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც.
19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" რომელიც აქამდე მხოლოდ შიდა რუსულ ფრენებს ახორციელებდა. 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" ახორციელებს.