
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა
05/07/2023 06:19:03 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მეთაური ტონი რადაკინი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა.
"შარშან რუსეთმა 10 მილიონი საარტილერიო ჭურვი გაისროლა, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში 1 მილიონი ჭურვის წარმოება შეუძლია. მოსკოვმა დაკარგა 2 500 ტანკი, საუკეთესო შემთხვევაში მას წელიწადში 200 ახალი ტანკის წარმოება შეუძლია“, - განაცხადა ტონი რადაკინმა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ დანაღმულმა ველებმა, უკრაინული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის ნაკლებობამ და იმ სამხედრო აღჭურვილობის არასაკმარისად მიწოდებამ, რომელსაც კიევი ითხოვდა, კონტრშეტევა გაართულა.
"უსამართლობაა უკრაინის კონტრშეტევისთვის კონკრეტული ვადების დაწესება. კონტრშეტევა არის ზომების ერთობლიობა", – განაცხადა მან.