Accentnews.ge
შოლცი: უკრაინული ძალები ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ

შოლცი: უკრაინული ძალები ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ

05/07/2023 06:13:36 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინული ძალები ომში ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ.

მისი თქმით, "უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს ძალიან მიზანმიმართულად გეგმავენ".

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინისადმი ნატო-ს დიდი პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება.

„გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი“, -განაცხადა შოლცმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S