Accentnews.ge
უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მსოფლიოს აფთხილებს

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მსოფლიოს აფთხილებს

05/07/2023 05:55:54 მსოფლიო

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მსოფლიოს აფთხილებს.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სდაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.

„შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა, მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს - და შეუძლებელია არ დაინახოს - რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელიც "ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საოკუპაციო ძალების მხრიდან საშიში პროვოკაციების მომზადების შესახებ გააფრთხილა".

მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობლობის მსგავსი საგნები, რომელთა აფეთქებამ ბლოკები არ უნდა დააზიანოს, თუმცა, უნდა შექმნას უკრაინის მხრიდან სადგურის დაცხრილვის სურათი.

გენშტაბის განცხადებით, მტერს პროვოკაცია არ გაუვა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, სიტუაცას აკვირდებიან და აკონტროლებენ და მზად არიან ნებისმიერ პირობებში მოქმედებისთვის.

ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S