
"ვივამედთან" სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
04/07/2023 16:47:35 პოლიტიკა, საზოგადოება
"ვივამედთან" ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილთან პოლონელი ექიმები დაუშვან, ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოწოდება შეასრულოს და იგი საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს.
აქციის მიმდინარეობის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილმა დღე თავისი პალატიდან უკრაინის და საქართველოს დროშები გადმოფინა.