
თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
04/07/2023 14:40:03 საზოგადოება
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.